კომპანია IBCCS Georgia არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სთავაზობს ბიზნესს, იურიდიულ, საგადასახადო, ბუღალტრულ და სხვა ბიზნესთან დაკავშირებულ მომსახურებას. IBCCS Georgia მომსახურებას უწევს როგორც უცხოურ, ასევე საქართველოში ოპერირებად კომპანიებს. IBCCS Georgia-ს აქვს ოფისები ასევე კვიპროსში (ლიმასოლი), ესტონეთსა (ტალინი) და სომხეთში (ერევანი).
კომპანია "IBCCS Georgia" აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
** საგადასახადო ორგანოსთან კომუნიკაცია;
** საგადასახადო საკითხებზე განცხადებების/საჩივრების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** საგადასახადო კონსულტაციებში მონაწილეობა;
** კომპანიის საგადასახადო საქმიანობიდან გამომდინარე სხვა მოვალეობების შესრულება;
მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული ან ფინანსური განათლება;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა;
** დაბეგვრის პრინციპების ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** ბუღალტრული ან იურიდიული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** განიხილებიან საკითხით დაინტერესებული დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
სამუშაოს აღწერა:
** მოტივირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30
დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ მუშაობას მეგობრულ და პროფესიონალურ საერთაშორისო გარემოში, განვითარების შესაძლებლობებსა და ტრენინგებს;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: s.elisashvili@ibccs.tax სათაურის ველში პოზიციის დასახელებით.