კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 50000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.
კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას მხაზველის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა)
სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 სთ.
ანაზღაურება: ფიქსირებული (შეთანხმებით)
გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
საათები: 09:00-18:00
ჩვენ გთავაზობთ:
** თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოწყობილ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ სამუშაოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და ტრენინგების დაფინანსებას;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** მოწესრიგებულობა;
მოთხოვნები:
** AutoCAD, ArchiCAD ან სხვა მხაზველობითი პროგრამების ცოდნა;
** ამ სფეროში მუშაობისა და განვითარების სურვილი და მოტივაცია;
მოვალეობები:
** შემოსული შეკვეთების მიხედვით ტექნიკური ნახაზების შედგენა და პროექტების მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია პოზიციის ფუნქციებთან.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@glasswork.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე, 574750011 სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ მიუთითეთ პოზიციის დასახელება.