www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: AML სპეციალისტი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

"თიბისი ფეი" ეძებს AML სპეციალისტს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი
სტრუქტურული ერთეული: AML და შესაბამისობის მართვის ჯგუფი

სამუშაო მოვალეობები:

** შპს "თიბისი ფეისთვის" ფულის გათეთრების აღკევთის ხელშეწყობის მიზნით, ტრანზაქციების მონიტორინგი, ანგარიშგებების მომზადება და კომპანიის შესაბამისობის პროგრამის მუდმივი მხარდაჭერა;
** AML მიზნებისთვის ტრანზაქციული მონიტორინგი და ანალიზის/შედეგების დოკუმენტირება;
** AML მიზნებისთვის ანგარიშგებების მომზადება, მათ შორის, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის ანგარიშგებების მომზადება;
** "იცნობდე შენს კლიენტს" სტანდარტის მხარდაჭერა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
** AML საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისობის პროგრამის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აღნიშნული მიმართულებით საფინანსო ინსტიტუტში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** პროფესიული კურსები / სერტიფიკატები;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა

უნარები:

** დროის მართვა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** კოლეგიალური.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო ადგილი - ოფისში
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება: შეთანხმებით (სამუშაო გამოცდილებიდან და სტილიდან გამომდინარე)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გადმოგზავნოთ ელ-ფოსტაზე vacancy@Tbcpay.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება " AML სპეციალისტი"

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შპს "თიბისი ფეი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 17 18 19; ელ ფოსტა: info@tbcpay.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |