სს "ქართული ლუდის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ბიუჯეტირების და რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშგებების პაკეტის შესაბამისი შემადგენელი ნაწილების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** თვის დახურვის პროცესში ჩართულობა, შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** წლის დახურვის და ფინანსური აუდიტის პროცესში ჩართულობა და პროცესის მართვა;
** ყოველწლიური ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა და პროცესის მართვა;
** კომპანიის ძირითადი ხარჯვითი ცენტრების ბიუჯეტების ფორმირება და კონტროლი;
** ხარჯების ბიუჯეტთან შესაბამისობის ანალიზი და გადახრების კონტროლი;
** აღნიშნული ხარჯების კალკულაციის პროცესების ოპტიმიზაციის და ავტომატიზაციის პროცესში ჩართულობა;
** სხვა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი ფინანსების ან აუდიტის და აღრიცხვის მიმართულებით;
** აუდიტორულ კომპანიაში ფინანსურ აუდიტორად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ACCA-ს სხვადასხვა დონის არსებობა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა და მუშაობის გამოცდილება (MS Office, Excel, Word, PPT, PBI);
** ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge -ზე. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა: 2023 წლის 18 ოქტომბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.