www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: სქაიჰაუსი
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / განცხადების ვადა: 18 ოქტომბერი

შ.პ.ს "სქაიჰაუსი" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც 2016 წლიდან საქმიანობს საქართველოში.

ამ ეტაპზე შ.პ.ს "სქაიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვა, აღრიცხვის სიზუსტის და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა- კონტროლი;
** ძირითადი საშუალებების მიღება და ცვეთის დარიცხვა;
** ხელფასების, ბონუსების, დარიცხვა;
** საბანკო ოპერაციების აღრიცხვა- კონტროლი;
** ანგარიშ-ფაქტურის გაწერა/მიღება;
** დებიტორ-კრედიტორების აღრიცხვა- კონტროლი;
** სესხებისა და მასზე გაანგარიშებული პროცენტების აღრიცხვა- კონტროლი;
** საბუღალტრო ნაშთების აღრიცხვა- კონტროლი (ინვენტარიზაცია);
** დეკლარაციების მომზადება;
** თვის/წლის დახურვის პროცესების კონტროლი და შედეგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
** ყოველი თვის ბოლოს ფინანსური რეპორტების მომზადება (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადები);
** ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენა;
** დამხმარე თანამშრომლებისთვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში (ოპერატორი, დამხმარე ბუღალტერი), სამუშაოს განაწილების ორგანიზება და მართვა, შესრულების ვადების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა: ORIS და სხვა;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე;
** ფინანსური რეპორტების (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადები) მომზადების გამოცდილება;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-18:00 საათამდე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@skyhouse.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადები მიიღება: ერთი თვე.

გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |