www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კაფეტერიის კონსულტანტი
მომწოდებელი: ფუდ მენეჯმენტ გრუპი
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / განცხადების ვადა: 18 ოქტომბერი

"Food management Group 2012" წლიდან აწარმოებს და რეალიზაციას უწევს საკვებ პროდუქტებს. კომპანიას აქვს კორპორატიული კვების, ფურშეტების, ქეითერინგის მიმართულებები და დღეისთვის, კვების მენეჯმენტის მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ბაზარზე. კომპანია Food Management Group-ის დახმარებით, შესაძლებელია ნებისმიერი სახის კვებით ღონისძიებას მომხმარებლისთვის სასურველ ადგილას დაგეგმვა.

ღონისძიებები ხორციელდება მომსახურებისა და საკვები პროდუქტების უმაღლესი სტანდარტების დაცვით, რომელსაც პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი უზრუნველყოფს. ფურშეტს უზრუნველვყოფთ საკუთარი, კომპანიის პრემიუმ კლასის საკვებით, ინვენტარითა და სერვირებით. წამყვანი მენეჯერების მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალთა ჯგუფის დახმარებით კომპანია ყოველწლიურად იზრდება და ნერგავს ქეითერინგის სტანდარტს.

შპს "Food Management Group" აცხადებს ვაკანსიას კაფეტერიის კონსულტანტის პოზიციაზე.

გრაფიკი: კვირაში 3-4 დღე;
ანაზღაურება: 40 ლარი დღიურად.
ადგილმდებარეობა: თბილისი;
კომპანია უზრუნველყოფს კვებას;

ძირითადი მოვალეობები:

** საკვების დახლებზე განთავსება;
** საკვების გაყიდვა;
** მომხმარებლებისთვის აღნიშნული პროდუქტის მიწოდება;

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995557612321 ან თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@fmgroup.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/foodmanagementgroup | https://fmgroup.ge/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |