"IYIDE.GE" წარმოადგენს ინტერნეტ მაღაზიის პლატფორმას, რომლის მიზანია - საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი მომსახურების გაწევა და მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შეთავაზება.
"IYIDE.GE "-ს გუნდი ეძებს ჩათის ოპერატორს.
ძირითადი მოვალეობები:
** ვებ-გვერდზე არსებული პროდუქციის და მახასიათებლების შესწავლა;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია საიტის ჩათში;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია სოციალური ქსელის მეშვეობით (Facebook);
** მომხმარებლების მონაცემების სააღრიცხვო ცხრილში შეტანა;
ძირითადი მოთხოვნები:
** ქართულ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
ოფისის მდებარეობა: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ. #4
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 10:00-19:00, შაბ. 10:00-17:00
ანაზღაურება: ხელზე ასაღები - 800₾ + გუნდური ბონუსები
არ განიხილება დისტანციური მუშაობა!
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: contact@iyide.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ჩათის ოპერატორი"!