წყლის თანამედროვე ფილტრაციის სისტემების ინტერნეტ-მაღაზია "kamkama.ge" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის (ფილტრების მიმართულებით) პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://kamkama.ge/
კომპანია განიხილავს ტექნიკური განათლების მქონე დამწყები კანდიდატების მიღებასაც. საქმის სპეციფიკის შესწავლა და შემდგომი პროფესიული განვითარება მოხდება ადგილზე, მოქმედი სპეციალისტების ხელმძღვანელობით.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე.
** მდებარეობა: ეთერ ბოცვაძის ქ.;
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
ფუნქცია-მოვალეობები:
** წყლის ფილტრაციის პროცესების შესწავლა;
** ფილტრაციის ტექნოლოგიური სქემების შექმნა;
** საფილტრაციო სისტემების გათვლები;
** ფილტრაციის მუშა პროექტების შექმნა;
** დაპროექტებული სისტემების მონტაჟში და გაშვება-რეგულირებაში მონაწილეობა;
** პარტნიორი ბრენდების პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა და მათთან კომუნიკაციაში მონაწილეობა;
** კონსულტაციის გაწევა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის მოგროვება, სისტემატიზაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** AutoCAD, REVIT ცოდნა/შესწავლის სურვილი
** კომპიუტერის და საოფისე პროგრამების ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური, ან საოჯახო)
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სრული დასახელება;
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 591 51 23 74
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია "შპს ენსო ჯგუფი"-ს მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.