"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.
კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს. ფარმაცევტული სფეროს გარდა "გეფა" მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop, ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკულ ბრენდს Carter`s.
"გეფა" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელიც მთავარ პრიორიტეტად სწორედ თანამშრომლებს მოიაზრებს. მათი ადაპტაცია, სწავლება და განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის მართვა, სამოტივაციო პროგრამები, ბენეფიტები და კორპორაციული კულტურა ერთობლიობაში ქმნის იმ გარემოს, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - მეტი ვიდრე სამსახური.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გავაძლიეროთ ერთმანეთი!
კომპანია "გეფა" აცხადებს უმცროსი ბუღალტრის ვაკანსიას
ძირითადი მოვალეობები:
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად აწარმოოს ბუღალტრული ოპერაციები;
** დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად გააკონტროლოს პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების, ბალანსისა და მოგება-ზარალის ჩანაწერების სისწორე;
** უზრუნველყოს ბუღალტრული ოპერაციების დროულად აღრიცხვა, გადასახადების დარიცხვა;
** მოთხოვნისამებრ, უზრუნველყოს ინფორმაციის დროულად დამუშავება და მიწოდება შიდა და გარე აუდიტორებისათვის;
** უზრუნველყოს მასზე დაკისრებული ყველა/სხვა ფუნქცია-მოვალეობების დროული და ჯეროვანი შესრულება;
** პასუხისმგებელია მის მიერ შესასრულებელი პროცესის ხარისხზე, შედეგებსა და ეფექტურობაზე;
** მის ხელთ არსებული კომპანიის დოკუმენტაციის, ქონების შენახვაზე, მოვლასა და დაცვაზე;
** კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვაზე;
** შინაგანაწესის შესრულებაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების Ms office (Word, Excel) ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.
დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.