www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: მეგალაბი
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"მეგალაბი" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში ფილიალის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

"მეგალაბი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების მომსახურება კომპანიის სტანდარტების დაცვით;
** სალაროს მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ფინანსური სამსახურის ჩართვა/დახმარება;
** კომპანიაში არსებული სოფტების დახმარებით მიღებულ პაციენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის მონიტორინგი;
** სამუშაო გრაფიკების შედგენა/რედაქტირება;
** საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის გამართული მუშაობის კონტროლი;
** სამუშაო სივრცის ინფრასტრუქტურის გამართვაში მონაწილეობის მიღება;
** სამუშაო პროცესისთვის აუცილებელი საკანცელარიო ნივთების მარაგების მართვა და დროული მოთხოვნა;
** თანამშრომელთა ინფორმირება მიმდინარე პროცესების და ცვლილებების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
** სასურველია მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გამართული მეტყველება;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალების მიმართ ყურადღება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 სთ), შაბათი-მოკლე სამუშაო დღე.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2023 წ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"მეგალაბი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
"მეგალაბში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "მეგალაბის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |