თუ გაინტერესებს ქართული და მსოფლიო ლიტერატურა, საბავშვო წიგნები ან ბიზნესლიტერატურა, თავს მიიჩნევ მკითხველად და გამომცემლობაში მუშაობა გინდა, ეს ვაკანსია შენთვისაა: გამომცემლობა "პალიტრა L" პროექტების ასისტენტს ეძებს.
გამომცემლობა "პალიტრა L" "პალიტრა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანიაა, დაარსდა 2005 წელს, დღეს კი ქართულ საგამომცემლო სივრცეში ყველაზე დიდ და წარმატებულ გამომცემლობას წარმოადგენს.
გამომცემლობა ორიენტირებულია ხარისხსა და სიახლეებზე. ჩვენ მკითხველს ჟანრობრივად მრავალფეროვან ლიტერატურას, საკითხავის უდიდეს პალიტრას ვთავაზობთ. კლასიკურ ლიტერატურასთან ერთად, აქტიურად გამოვცემთ თანამედროვე უცხოური პროზის თარგმანებს, საბავშვო და ბიზნეს ლიტერატურას. ვცდილობთ, მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ქართველ მკითხველთან, მივცეთ საშუალება, თავად ჩაერთოს წიგნის შერჩევასა და საგამომცემლო პროცესში, იკითხოს მხოლოდ საუკეთესო.
ვაკანსიით დაინტერესებული პირები, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს:
http://hr.palitra.ge/vacancy/0x8f72005056bbd93611ee55eff0a66b6d ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge
Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 9 ოქტომბერი.
გისურვებთ წარმატებას!