მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კომერციულ დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას და ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საინტერესო და დინამიურ სამუშაოს;
** პოზიტიურ სამუშაო გარემოს პროფესიონალ გუნდთან ერთად.
ფუნქციები:
** არსებული კატეგორიის ბაზრის ანალიზი;
** სამომხმარებლო მოთხოვნის შესწავლა და მოთხოვნის შესაბამისი მიწოდების უზრუნველყოფა;
** ასორტიმენტის მართვა;
** კონკურენტების ფასების მუდმივი ანალიზი;
** მომწოდებლების მოძიება, მათთან მოლაპარაკების წარმოება;
** მომწოდებლებთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესის კოორდინირება;
** მოცემული კატეგორიის პროდუქტებისთვის ფასწარმოქმნის უზრუნველყოფა;
** კატეგორიის და პოზიციების მომგებიანობის რეგულარული ანალიზი;
** აქციების დაგეგმვა - ორგანიზება;
** დეპარტამენტის საქმიანობისთვის აუცილებელი ანგარიშების რეგულარულად წარმოება.
ვაკანსიის მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება; ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით ჩაითვლება უპირატესობად;
** კატეგორიის მენეჯერის/ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** Excel-ის ცოდნა.
** ძლიერი ანალიტიკური და მენეჯერული უნარ-ჩვევები;
** მოლაპარაკების წარმოების და დარწმუნების უნარი;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 სექტემბერი, 2023 წელი
"ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით. კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.