შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.
შპს "ალტა" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე:
მოვალეობები:
** წლის დასაწყისში საპროდუქტო მიმართულების მიზნობრივი პარამეტრების დაგეგმვაში მონაწილეობა - ბაზრის ანალიზი.
** საპროდუქტო მიმართულების მიზნობრივი გეგმების ჩაშლა გაყიდვების მიმართულების მიხედვით;
** წლიური შესყიდვების პროგნოზირება და დაგეგმვა;
** მარაგების მინიმალური და მაქსიმალური ზღვრების დადგენის კოორდინაცია;
** არსებული მარაგების მუდმივი მონიტორინგი და შესყიდვების საჭიროების დროული გამოვლენა;
** სარეალიზაციო საქონლის ფასების განსაზღვრის პროცესში ჩართულობა;
** გაყიდვების შედეგების კონტროლი, გეგმებთან შედარება.
** მარკეტინგული აქციებისა და კამპანიების დაგეგმვაში საჭიროებისამებრ მონაწილეობა და მარკეტინგული ბიუჯეტის გახარჯვის მონიტორინგი;
** მიმდინარე რეჟიმში გაყიდვების დინამიკისა და დაგეგმილი აქციების შესაბამისად შესყიდვების გეგმების კორექტირება და შეკვეთების დროული განხორციელების კოორდინაცია პროცესში საჭირო პირების ჩართულობით;
** ბრენდებთან კომუნიკაციისა და მსოფლიო ტექნიკის ბაზრის ტენდენციებზე თვალყურის დევნება და შეკვეთების ინიცირება;
** სხვადასხვა სახის რეპორტინგი ხელმძღვანელ პირთან;
** არსებულ ბრენდებთან დროული და სრულყოფილი რეპორტინგის განხორციელების კოორდინაცია განსაზღვრული სტანდარტისა და პროცედურის შესაბამისად;
** არსებული ბრენდების ლოიალურობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა იდეებისა და წინადადებების ინიცირება;
** ახალი პროდუქტების დამატების ინიცირება ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელთან და საჭიროებისამებრ დამატების პროცესებში მონაწილეობა;
** ახალი პროდუქტების ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ტრენერების ინფორმირება და სწავლება;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური და კრეატიული აზროვნება;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** სტრატეგიული აზროვნება;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@alta.ge 2023 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.