www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ეპიდემიოლოგი
მომწოდებელი: ვიანი
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

სს "ვიანი" აცხადებს ვაკანსიას ეპიდემიოლოგის პოზიციაზე ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში.

"სს ვიანი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღომი, ლუბლიანას 21;
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი კვირაში 5 დღე;

ძირითადი მოვალეობები:

** ინფექციის კონტროლის, ეპიდზედამხედველობისა და ანტიბიოტიკოთერაპიის მონიტორინგის სისტემის დანერგვა/ზედამხედველობა ჰოსპიტალში;
** ინფექციის კონტროლის, ეპიდზედამხედველობისა და ანტიბიოტიკოთერაპიის მიმართულებით მონაცემთა ბაზების დანერგვა/წარმოება
** ეპიდზედამხედველობის პროცესის გამართულობის უზრუნველყოფა კლინიკის შიგნით;
** ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენებაზე დაკვირვება;
** კლინიკაში ინფექციის კონტროლის მედდების საქმიანობის მეთვალყურეობა;
** შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა და შესრულება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება ეპიდემიოლოგის ხარისხით ან გადამზადების შესაბამისი სერთიფიკატი;
** აუცილებელია აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 02 ოქტომბერი, 2023 წელი.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://vian.health/ka/career/?careerId=566

"სს ვიანი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |