www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არასამედიცინო ზარალების რეგულირების ოფიცერი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / განცხადების ვადა: 18 ოქტომბერი

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

კომპანია "უნისონი" ეძებს გუნდის ახალ წევრს არასამედიცინო ზარალების რეგულირების ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სადაზღვევო შემთხვევის ადგილზე გასვლა;
** შემთხვევის შესწავლა/შეფასება, დასურათება, საჭიროების შემთხვევაში ვიდეო გადაღება და შესაბამისი აქტის შედგენა;
** საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება/შედარება;
** ზარალის დარეგულირება;
** ზარალის რეგულირების პროცესში მომხმარებლებთან და პროვაიდერებთან კომუნიკაცია და პროვაიდერების მონიტორინგი;
** ზარალის პროგრამული დარეგისტრირება;
** რეგრესზე პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაციის მოძიება;
** შემთხვევის შესახებ დასკვნის მომზადება;
** ყოველთვიური ანგარიშის მომზადება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მანქანის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) მეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |