www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საინფორმაციო ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: m|group
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / განცხადების ვადა: 18 ოქტომბერი

"m|group" რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯმენტ ჯგუფია, რომელიც 2005 წელს დაარსდა საქართველოში და სტუმართმოყვარეობის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიას წარმოადგენს.

დღეისთვის, ჯგუფის მართვაში შედის 6 სხვადასხვა კონცეფციისა და საფასო სეგმენტზე პოზიციონირებული პროექტი, როგორც თბილისში, ასევე კახეთსა და ბათუმში: "ოტიუმი" "მეტეხის ჩრდილში" "პურის სახლი" "მასპინძელო" "მასპინძელო ექსპრესი" "მასპინძელო ექსპრესი ბათუმი".

m|group-ის წარმატებას ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი განაპირობებს, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლების განვითარებასა და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენი პრიორიტეტი ერთმანეთზე და მომხმარებელზე ზრუნვაა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.mgroup.ge

"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" აცხადებს საინფორმაციო ცენტრის ოპერატორის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ორხევი, ამილახვრის ჩიხი #4 (ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იქნება სამგორის მეტროდან)
სამუშაო განაკვეთი: მოხერხებული სამუშაო ცვლები (თვეში 15 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1100 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში შემომავალ ზარებზე პასუხი და მომხმარებლისთვის სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება
** მომხმარებლების ინფორმირება კომპანიის სრული სერვისების შესახებ
** საჭიროების შემთხვევაში რესტორნების ჯავშნების განხორციელება
** შემოსული ზარების საჭიროებისამებრ გადამისამართება
** მომხმარებელთა უკუკავშირის რეპორტინგის წარმოება

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (განიხილებიან მიმდინარე სტუდენტებიც);
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

საჭირო უნარები:

** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** სხარტი და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** კარიერულ ზრდას;
** მზარდ შრომით ანაზღაურებას;
** "ფიტპასი"-ს და დაზღვევის შეთავაზებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@mgroup.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "საინფორმაციო ცენტრის ოპერატორი".

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ "სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group"-ში გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |