კომპანია "ელთიბი" ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერი იმპორტიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსტრუირების განვითარების კოორდინატორის თანამდებობაზე.
კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი" - ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.
ლოკაცია: თორნიკე ერისთავის ქ. #2
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:30; დასვენება: შაბათი-კვირა
ფუნქცია-მოვალეობები:
** ახალი საწარმოო სერვისების, ნაწარმოები ავეჯის კომპონენტების ტექნოლოგიური ინსტრუქციების, სქემების და ნახაზების ტექნიკურ დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება
** ახალი პროდუქტების დანერგვისთვის ინსტრუმენტების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება
** პროგრამული ჩარხებისთვის პროგრამების შექმნაში, დატესტვასა და დახვეწაში მონაწილეობის მიღება.
** კონსტრუქტორულ ტექნოლოგიური პროცესების განვითარება
** ავეჯის კონსტრუირებისა და მოდელების ტექნოლოგიური პრინციპების მიხედვით, საინჟინრო პროგრამაში ბაზის შექმნა
** საინჟინრო პროგრამაში არსებული მაკომპლექტებლების ტექნიკური ინფორმაციის მიხედვით ლოგიკების გაწერა და შესაბამისი ბაზის შექმნა, ასორტიმენტის მიხედვით სიახლეების დამატება/კორექტირება
** ავეჯის პროექტების მართვა
** პროგრამის განვითარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ თანამდებობაზე.
** კონსტრუირების პროგრამის ცოდნა
კომპეტენციები:
** დაგეგმვა და ორგანიზება
** დეტალებზე ორიენტირება
** შედეგზე ორიენტირება
** ხარისხზე ორიენტირება
** პროფესიონალიზმი
** დისციპლინა
კომპანია გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)
** თიმბილდინგი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კონსტრუირების განვითარების კოორდინატორი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია "ელთიბი"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. გისურვებთ წარმატებას.
"ელთიბი" - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იზრდება!