www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დალაგება-დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო ამერი პლაზა
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / განცხადების ვადა: 18 ოქტომბერი

თბილისში, კოსტავას 76ა; ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "ამერი პლაზა" აცხადებს ვაკანსიას დალაგება - დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა მაღალ დონეზე - აუცილებელი პირობაა
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს სასტუმროში მუშაობის გამოცდილება.
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დიასახლისების საქმიანობის კონტროლი;
** ყოველკვირეული სამუშაო ცხრილების მომზადება;
** თანამშრომლებისათვის ხსნარების სპეციფიკის გაცნობა და გამოყენების პროცედურების სწავლება;
** გენერალური დასუფთავების დაგეგმვა - განხორციელება;
** თანამშრომლების კონტროლი, მათი შესაბამისად ინსტრუქტირება, ტრეინინგი;
** საწყობების ინვენტარიზაცია, ნაშთების კონტროლი და შესყიდვების დეპარტამენტთან მუდმივი კოორდინაცია;
** დასუფთავების სტანდარტებისა და პროცედურების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირება და გადაწყვეტილების მიღება
** გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
** დეტალებისადმი დაკვირვება და ორგანიზებულობა
** პასუხიმგებლობის მაღალი უნარი
** კონფლიქტების მართვის უნარი

სამუშაო გრაფიკი: თვეში 26 დღე

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (ფოტოსურათით), შემდეგ ელ. მისამართზე: hr@ameriplaza.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: დალაგება - დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |