www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქციის შემგროვებელი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს. ფარმაცევტული სფეროს გარდა "გეფა" მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასევე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop, ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკულ ბრენდს Carter`s.

გეფა ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელიც მთავარ პრიორიტეტად სწორედ თანამშრომლებს მოიაზრებს. მათი ადაპტაცია, სწავლება და განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის მართვა, სამოტივაციო პროგრამები, ბენეფიტები და კორპორატიული კულტურა ერთობლიობაში ქმნის იმ გარემოს, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - მეტი ვიდრე სამსახური.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გავაძლიეროთ ერთმანეთი!

კომპანია "გეფა" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის შემგროვებლის პოზიციაზე ცენტრალურ საწყობში (ფეიქრების 14ა):

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების მომზადება ფაქტურების მიხედვით.
** დროულად და უშეცდომოთ პროდუქციის აგროვება პორტატული ხელის კომპიუტერის საშუალებით
** ჩაბარებული სექტორის მოწესრიგებულობაზე ზრუნვა
** ტექნიკური და/ან სამუშაოდან გამომდინარე წარმოქმნილი ხარვეზების შემთხვევაში ხელმძღვანელის საქმის კურსში ჩაყენება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაკვირვების უნარი
** სისხარტე
** მოწესრიგებულობა.

კომპანია გთავაზობთ შემდეგი სახის ბენეფიტებს:

** მუშაობის 3 თვის შემდეგ ერთჯერად ბონუსს 300
** სატრანსპორტო მომსახურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვების დაფინანსებას
** 30-50%-მდე ფასდაკლება ევექსის კლინიკებსა და ჩვენს სააფთიაქო ქსელში.

თუ გსურს შემოუერთდე ჩვენს გუნდს, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577 34 15 50 ან გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gepha.com. საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |