www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ელთ ბილდინგი
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ელთ ბილდინგი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე.

კომპანია ბაზარზე შემოვიდა 2017 წელს და მალევე დაიმკვიდრა სანდო პარტნიორის რეპუტაცია. კომპანიის მიზანია, დანერგოს მშენებლობის ახალი სტანდარტი, სადაც ყველა მომხმარებელი პარტნიორია. უძრავი ქონების ჩვენთან შეძენით, მომხმარებელმა მიიღოს კომფორტული ცხოვრების და დასვენების პირობები. ამის შესაძლებლობას იძლევა "ახალი უბნის" კონცეფცია, სადაც გათვალისწინებულია, კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგები, მომხმარებელთა კმაყოფილების და საჭიროებების შესახებ.

სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40სთ)
ლოკაცია: თბილისი
ანაზღაურება: 1000 ლარიდან 1500 ლარამდე

ჩვენი შემოთავაზებაა:

** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა;
** წახალისების სისტემა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციის გამართვა და მათი ინტერესების დაცვა;
** მომხმარებლის შესახებ პირველადი ინფორმაციის შეგროვება და მისი მოთხოვნების გამოვლენა, შესწავლა და ანალიზი;
** მომხმარებლის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** მომხმარებლის გადამისამართება შესაბამის თანამშრომელთან (გაყიდვების მენეჯერთან);
** სხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საბანკო/სადაზღვეო/სასტუმრო ინდუსტრიაში გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (აუცილებელია C1 დონეზე)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

** კომუნიკაციის მაღალი უნარები;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** დისციპლინირებული და პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** სამუშაოს პრიორიტეტებად გადანაწილების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებითა და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება მომსახურების სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია! შემოგვიერთდით!

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |