www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა
მომწოდებელი: ISET - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) გთავაზობთ ეკონომიკის ორწლიან სამაგისტრო პროგრამას.

სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, საღამოს საათებში, რაც მომუშავე პროფესიონალებს მუშაობის პარალელურად სწავლის შესაძლებლობას აძლევს. ISET-ში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები ასწავლიან.

ISET-ის სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკის ერთადერთი პროგრამაა საქართველოში, რომელსაც საერთაშორისო აკრედიტაცია აქვს, რაც პროგრამის მაღალი ხარისხის აღიარებაა.

ყველა ჩარიცხულ სტუდენტს საშუალება ექნება უფასოდ გაიაროს მათემატიკის მოსამზადებელი კურსი (1 კვირა, აგვისტო, 2024 წელი).

სწავლის საფასური და ფინანსური მხარდაჭერა:

სწავლის საფასური შეადგენს 3, 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, ერთი სასწავლო წლისთვის. თუმცა ISET სტუდენტებს ფინანსური მხარდაჭერის არაერთ შესაძლებლობას სთავაზობს:

** სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებულთათვის სწავლის საფასური 1, 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
** სტუდენტებისთვის, რომელთაც ბაკალავრის ხარისხი მიღებული აქვთ საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტიდან, სწავლის საფასური არის 2, 400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
** ISET-ის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის სწავლის საფასური 1, 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
** აკადემიური სტიპენდები საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტისთვის.
** სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს შეუძლიათ მიღებული გრანტით ISET-ში სწავლის საფასური აანაზღაურონ.

მომავლის პერსპექტივები:

** საერთაშორისო სტუდენტური გაცვლითი პროგრამები: სტუდენტებს საშუალება აქვთ ისწავლონ ერთი სემესტრი და მონაწილეობა მიიღონ საზაფხულო სკოლებსა და კვლევით ვორქშოპებში ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში, როგორიცაა კლერმონის უნივერსიტეტი, ბერლინის უნივერსიტეტი, ნორვეგიის ეკონომიკის სკოლა, სტოქჰოლმის ეკონომიკის სკოლა და სხვა პარტნიორები;
** დასაქმება: ISET-ის კურსდამთავრებულთა თითქმის 100% დასაქმებულია პროფესიით, ანალიტიკურ პოზიციებზე. ISET-ის კურსდამთავრებულთა საშუალო ხელფასი ოთხჯერ აღემატება საქართველოს საშუალო ხელფასს.

სწავლის გაგრძელება აშშ-ისა და ევროპის წამყვან სადოქტორო პროგრამებზე, სრული დაფინანსებით. ISET-ის ათობით კურსდამთავრებული უკვე ეკონომიკის დოქტორია. მათ სწავლა გააგრძელეს ან ამჟამად სწავლობენ ისეთი უნივერსიტეტებში, როგორიცაა სტენფორდის, ჩიკაგოს, ნიუ იორკის, პენსილვანიის, ვორიკის, ლესტერის, კალტეკის და სხვა უნივერსიტეტები.

ახალგაზრდა მასწავლებელთა პროგრამა: ISET-ის კურსდამთავრებულთა თითქმის ნახევარი მონაწილეობას იღებს ჩეხეთის რესპუბლიკის CERGE-EI-ის ფონდის ახალგაზრდა მასწავლებელთა პროგრამაში და პედაგოგიურ ტრენინგს გადის პრაღაში. პროგრამის დასრულების შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლიან თანამედროვე, საბაზრო ეკონომიკას.

რეგისტრაცია:

ონლაინ განაცხადის შევსება ვებგვერდზე http://www.iset.ge
მისაღები გამოცდების ჩაბარება

საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ჩააბარონ საერთო სამაგისტრო გამოცდა.

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის: http://www.iset.ge

ელ-ფოსტა: AdmissionsMA@iset.ge
ტელ.: +995 322 507 177 (შიდა 104)



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |