www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: ეაკონი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

კომპანია "ეაკონი" 15 წელია ახორციელებს სამღებრო აქსესუარების, სპრეი საღებავების და წებვადი ლენტების (სკოჩების) დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით. ჩვენი კონცეფციაა შევთავაზოთ კლიენტს სამღებრო და სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარისხიანი პროდუქცია.

ამ ეტაპზე ვაცხადებთ ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** კლიენტების მომსახურება, კონსულტაცია, პროდუქციის საცალო რეალიზაცია;
** არსებული პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა და სიახლეების შესახებ გაცნობა;
** კონკურენტების ფასების და პროდუქციის ცოდნა;
** პროდუქციის მერჩენდაიზინგი;
** მარაგების კონტროლი და შეკვეთების ორგანიზება;
** ვადების კონტროლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** სამუშაო გრაფიკი - კვირაში 3 დღე (პარასკევი, შაბათი, კვირა), დღის განმავლობაში 8 საათი (1 საათი შესვენება)
** სამუშაო ადგილი - ჰიპერმარკეტ გორგიას თბილისის ფილიალები,

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პრომოუტერად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო სფეროში გაყიდვების ან მსგავსი მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარი;
** სიახლეებისადმი ინტერესი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** დღიურ ხელზე ასაღებ თანხას 30 ლარის ოდენობით და დამატებით ბონუსს რეალიზაციის მიხედვით;
** ტრენინგებს პროდუქციის შესასწავლად;
** ყველა აუცილებელ სამუშაო პირობას ეფექტურად მუშაობისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gkhamashuridze@profi.ge -ზე და გთხოვთ, სათაურში (subject-ში) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |