www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Dr.Wolz & PLG
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

ფარმაცევტული კომპანია Dr.Wolz & PLG აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

გაყიდვების მიზნების მისაღწევად სტრატეგიული გეგმების შემუშავება და განხორციელება.

სპეციფიკური უნარები:

** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
** მოსმენის უნარები და ანალიზის, პრობლემების გაგებისა და წინააღმდეგობების დაძლევის უნარი.
** ძლიერი სამუშაო ეთიკა, პრიორიტეტების ეფექტურად მართვა, ბიზნეს გარემოში ცვლილებებთან მორგება.
** უნდა ფლობდეს პროფესიონალურ და მეგობრულ დამოკიდებულებას და შეეძლოს სწრაფად განავითაროს ურთიერთობები
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფად სწავლისა და ნავიგაციის უნარი.
** აუცილებელია გაყიდვების სფეროში გამოცდილება.
** განმცხადებლები, რომლებსაც არ აქვთ გაყიდვების გამოცდილება, არ განიხილება.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტებისა და არსებული და პოტენციური კლიენტების სრულყოფილად შესწავლა
** ყოველდღიური ეფექტური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში;
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა
** არსებულ და ახალ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით;
** მიზნობრივი ფოკუსჯგუფების სრულფასოვანი ბაზის შექმნა
** კონკურენტების შესწავლა
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გეგმების შესრულებაში აქტიური მონაწილეობა.

დაინტერესებული პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV (ფოტოსურათი სავალდებულოა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dr.wolz.hr@gmail.com და სათაურში მიუთითეთ - რომელ ვაკანსიასთან დაკავშირებით აგზავნით მონაცემებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |