www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის საოპერაციო მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: IPS Facade
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 1 მარტი

"IPS Facade" - არის IPS ჯგუფში შემავალი კომპანია, რომელიც ფასადის მოპირკეთების მიმართულებით 20-მდე ევროპული კომპანიის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.

კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საფასადე მოსაპირკეთებელი მასალების მიწოდება/მონტაჟი.

"IPS Facade" აცხადებს ვაკანსიას პროექტის საოპერაციო მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საოპერაციო მენეჯერთან ერთად პროექტის ზედამხედველობა
** სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის ყოველკვირეული შესრულებების კონტროლი;
** დროის, ადამიანური და მატერიალური რესურსების დროულად მობილიზების კონტროლი;
** შესრულებისა და სამონტაჟო სამუშაოების პროცესების მართვა
** ადმინისტრაციისთვის პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;
** ინგლისური ენის ცოდნა;

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1500 ლარიდან (გამოცდილების შესაბამისად)
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეების რაოდენობა: ხუთი
** სამუშაო საათები: 10:00-19:00

მისამართი: თბილისის, ჭავჭავაძის გამზ. 49დ, (0179)
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 1 მარტი, 2024 წელი

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: info@ips.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |