www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი გარემოსდაცვითი სპეციალისტი
მომწოდებელი: გერგილი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

შპს "გერგილი" (http://www.gergili.ge) დაარსდა 2002 წელს საქართველოში, ქ. თბილისში. კომპანიას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გარემოსდაცვით, შრომის უსაფრთხოებაში, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხებში საკონსულტაციო მომსახურების კუთხით.

შპს "გერგილი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გარემოსდაცვითი სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული - კვირაში 5 დღე.
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** ეკოლოგიის, გეოგრაფიის ან გარემოსდაცვითი მიმართულებით განათლება.
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B 1 - B 2 დონე);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია კარგი წერითი უნარების ფლობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში კანდიდატს ექნება შესაძლებლობა შეიძინოს მრავალმხრივი გამოცდილება კომპანიის საქმიანობის სფეროში.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: irakli.ramishvili@gergili.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |