www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური ასისტენტი
მომწოდებელი: ჯიპისი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.

კომპანია "ჯიპისი" ეძებს თანამშრომელს, ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე საბურთალოს და ვაკის ფილიალებში.

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს. ფარმაცევტული სფეროს გარდა "გეფა" მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასევე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკის და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop, ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკულ ბრენდს Carter`s და ქალის თეთრეულის ერთ-ერთ წამყვან ბრენდს Triumph-ს.

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო დღის შემთხვევაში, კვირაში 2 დასვენების დღე; 6 საათიანი სამუშაო დღის შემთხვევაში, კვირაში 1 დასვენების დღე.
ანაზღაურება: ხელფასს + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

** ფარმაცევტის დახმარება ფარმაცევტული პროდუქციის მიღების/მითვლის დროს: ყუთების გახსნა, პროდუქციის ამოლაგება და დახარისხება
** მითვლილი პროდუქციის დასაწყობება - თაროებზე/სათავსოებში განლაგება
** ფარმაცევტული პროდუქციის აღწერის წარმოება და შედეგების ფარმაცევტისთვის გადაცემა
** ფარმაცევტული პროდუქციის თაროებისა და სათავსოების დასუფთავება არსებული გეგმის ან ფარმაცევტის / მენეჯერის მითითების შესაბამისად
** სიტუაციურად, მხოლოდ ფარმაცევტის მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის პროდუქციის შეგროვება, ფარმაცევტის მიერ გადაცემული შეგროვების უწყისის მიხედვით

მოთხოვნები:

** გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
** იყოს აქტიური, დადებითი პიროვნება;
** იყოს კლიენტზე ორიენტირებული, თავაზიანი;
** ორგანიზებული და აკურატული;

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@gepha.com გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "Consultant", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

ვაკანსიაზე cv - ების განხილვის დედლაინია 5/02/2024

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |