www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შიდა კონტროლის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

თუ მეგობრობ ციფრებთან, ფლობ ანალიტიკურ უნარებს, მზად ხარ განვითარებისათვის და გსურს მიიღო გამოცდილება ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ საცალო გაყიდვების კომპანიაში, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს შიდა კონტროლის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ გორში

რა იქნება ფუნქცია-მოვალეობები?

შიდა ქართლის რეგიონში, "2 ნაბიჯის" ფილიალებში ვიზიტების განხორციელება პროდუქციის ინვენტარიზაციის მიზნით, ასევე სააქციო მაჩვენებლების, ფასმაჩვენებლების და ვადების კონტროლი, საბოლოო ეტაპზე კი ანგარიშის მომზადება და მონაცემების პროგრამაში ასახვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო დღეების თავად დაგეგმვის შესაძლებლობას - აირჩიე კვირის განმავლობაში სასურველი ხუთი დღე სამუშაოდ. თუ ხარ სტუდენტი, არჩევანის შესაძლებლობა დაგეხმარება სწავლა და სამსახური ეფექტურად შეათავსო
** მეგობრულ სამუშაო გარემოს - სადაც მუდმივად ვზრუნავთ, მხარს ვუჭერთ და ვამხნევებთ ერთმანეთს
** საინტერესო და დინამიურ სამუშაოს - კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფერო ძალიან დინამიური და სწრაფად ცვალებადია, რაც განსაკუთრებულად მრავალფეროვანს ხდის სამუშაო პროცესებს
** ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურებას (საწვავი, ავტომობილის ცვეთა)
** ჯანმრთელობის დაზღვევას

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი
** გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-18:00
** ანაზღაურება: 3 თვე - 800 ლარი, 3 თვის შემდეგ - 1100 ლარი.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილი
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

მზად ხარ ახალი გამოწვევებისათვის?

მაშინ გამოგვიგზავნე რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge. სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: "შიდა კონტროლის უმცროსი სპეციალისტი - შიდა ქართლი".

"ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |