www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: არქიტექი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

საპროექტო/სამშენებლო კომპანია "არქიტექი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** პროექტის შეთანხმებისთვის საჭირო საქმიანობის კოორდინაცია;
** არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;
** სრული საპროექტო დოკუმენტაციის შეკვრა;
** მუნიციპალურ და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან კომუნიკაცია;
** სრული საპროექტო დოკუმენტაციის შეკვრა

არქიტექტორს უნდა გააჩნდეს:

** უმაღლესი განათლება არქიტექტორის სპეციალობით (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** არქიტექტორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პროექტების შეთანხმების და ნებართვების მოპოვების პირადი გამოცდილება ან მონაწილეობა ჯგუფებში, რომელთაც წარმატებით განავითარეს და დაამტკიცეს პროექტები;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე და არქიტექტურული კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** პრეზენტაციების მომზადების და წარდგენის შესაძლებლობა;
** შეხვედრების ორგანიზების, დაგეგმვის, ჩატარების და შედეგების კონტროლის კარგი უნარების ქონა;
** აღნიშნულ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ პორტფოლიო და რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: aleksandreivanashvili@gmail.com. სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება "არქიტექტორი".

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |