www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ჯორჯიტა
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"გეფა" ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს, წარმოადგენს ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს-The Body Shop, ბავშვთა ტანსაცმლის ამერიკულ ბრენდს Carter`s და ასევე, ევროპული ბრენდების ექსკლუზიური პროდუქციის სუპერმარკეტების ქსელს "ჯორჯიტა".20 წელზე მეტია "ჯორჯიტა" საუკეთესო პროდუქციით ანებივრებს საკუთარ მომხმარებელს.

გუნდის პროფესიულ ზრდასა და გუნდურ სულისკვეთებაზე ორიენტირებული "ჯორჯიტა" ახალ წევრებს ეძებს და აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: შეთანხმებით (ხელზე ასაღები)
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
** დასვენება: 1 დღე (კვირა)
** ჯანმრთელობის დაზღვევა

მოთხოვნა: სასურველია MS Word/MS Excel - სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

მოვალეობები:

** საწყობში მისაღები და გასაცემი ტვირთის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა/ჩამოტვირთვა
** საწყობში პროდუქციის სწორად დალაგება უშუალო ხელმძღვანელის მითითების გათვალისწინებით
** დისტრიბუციის შეკვეთების აგროვება საჭიროებისამებრ უშუალო ხელმძღვანელის მითითებით
** პროდუქციის დასტიკერება
** ინვენტარიზაციისა და აღწერის პროცესში ჩართულობა
** სხვა ფიზიკური სამუშაოების შესრულება, რაც დაკავშირებულია საწყობის საქმიანობასთან

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@euro-line.ge და სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |