www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უნივერსალური მზარეული, მზარეულის დამხმარე, ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: Best Western Plus Batumi
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi/ბესთ უესტერნ პლას ბათუმი", რომელიც 2024 წლის გაზაფხულს გაიხსნება, აცხადებს ვაკანსიებს სამზარეულოში შემდეგ პოზიციებზე:

1. უნივერსალური მზარეული

ძირითადი მოვალეობები:

** კერძების დროული და ხარისხიანი მომზადება შეკვეთების შესაბამისად;
** რეცეპტურის სიზუსტით დაცვა;
** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სისწრაფე და დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია სასტუმროს სფეროში;
** პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად);

2. მზარეულის დამხმარე

ძირითადი მოვალეობები:

** ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება;
** შეკვეთის მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ტექნოლოგიური სტანდარტების და კალკულაციის დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სამუშაო დღის დასასრულისას სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სისწრაფე და დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;

3. ჭურჭლის მრეცხავი

ძირითადი მოვალეობები:

** ჭურჭლის დარეცხვა;
** სამზარეულოს დასუფთავება;
** სამზარეულოს აღჭურვილობის წმენდა და მათი სისუფთავის შენარჩუნება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** სარეცხი საშუალებების გამოყენება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** სისწრაფე და დროის მართვის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bwplusbatumi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |