www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ინჟინერი
მომწოდებელი: აპარტ გრუპი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 29 თებერვალი

სამშენებლო კომპანია "აპარტ ქონ", რომელიც ახორციელებს მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს საქართველოს ბაზარზე, აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინჟინრის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ტექნიკური და მშენებლობის განყოფილებების მუშაობის კოორდინაცია;
** არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტირების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** დამკვეთების მიერ გადმოცემული საპროექტო დოკუმენტაციის გაცნობა და მოსალოდნელი რისკების შეფასება-ანალიზი; პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
** მშენებლობის ორგანიზების პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** სამშენებლო ნორმების და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი როგორც დაგეგმვის, ასევე რეალიზაციის ეტაპებზე;
** სამშენებლო ხარჯთაღრიცხვების ავტორიზაცია;
** ობიექტებზე მიმდინარე ყოველდღიური პროცესების მონიტორინგი;
** მშენებლობის პროცესში საპროექტო ცვლილებების საჭიროებების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი, ცვლილებების ინიციირება, პრობლემური ტექნიკური საკითხების ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება პროექტის ავტორებთან შეთანხმებით; ტექნიკური პერსონალის მხარდაჭერა; სათანადო დოკუმენტაციის ცვლილების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** საიტების ინსპექტირების საფუძველზე რეპორტების წარმოება და კომპანიის გენ.დირექტორთან წარდგენა;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი; სათანადო ფორმა N2-ების ავტორიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი საინჟინრო განათლება სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით;
** სამშენებლო სამართლებრივი ნორმების და უსაფრთხოების სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** AutoCAD-ის ცოდნა;
** პროექტების მენეჯმენტის საფუძვლების ცოდნა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო პროექტებში ჩართვის და განვითარების შესაძლებლობას.

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@apartgroup.com არა უგვიანეს 2024 წლის 29 თებერვლისა.

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება და ტესტირება.

გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მთავარი ინჟინერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |