www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ალგი აუდიტი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

აუდიტორული კომპანია "ალგი აუდიტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

"ალგი აუდიტი" მრავალი წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დახმარებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს იმ მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტაში, რასაც ბიზნესის წარმატებით წარმოება ეწოდება.

სამუშაო პირობები:

** პოზიცია: ბუღალტერი
** მდებარეობა: ქ. თბილისი, კლიენტი კომპანიის ოფისი
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტი კომპანიისთვის ბუღალტრული აღრიცხვის წარმართვის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება, მოქმედი სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად;
** ყოველდღიური საბუღალტრო დოკუმენტების გატარება;
** კომპანიის ფინანსური ანგარიშგებების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
** სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის საქმიანობიდან;
** აუცილებელი მოთხოვნაა რუსულის მაღალ დონეზე ცოდნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
** საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS);
** ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

თქვენ ზურგს გაგიმაგრებთ მსხვილი პროფესიული ორგანიზაცია, რომელსაც აქვს რესურსი, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად დაეხმაროს ნებისმიერი ტიპის ფინანსური გამოწვევების გადალახვაში და სხვადასხვა სტრუქტურებთან ურთიერთობაში.

მუდმივად გეყოლებათ აუდიტორული კომპანიისაგან ზედამხედველები - ექაუნთინგის დეპარტამენტიდან, საგადასახადო ექსპერტები, საერთაშორისო სტანდარტების ექსპერტები, რომლებიც საჭიროების შესაბამისად განახორციელებენ ვიზიტებს, ნებისმიერ დროს.

ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლის პროფესიულ წინსვლისა და განვითარებაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@algiaudit.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "ბუღალტერი".

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |