www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების ბუღალტერი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, სამეგრელოს, რაჭასა და ლეჩხუმში.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ვაჩნაძიანი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: გამოსაცდელი პერიოდი 1800 ლარი (გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოების პროცესთან დაკავშირებული დაქირავებული მუშების ტაბელების გაერთიანება, ცხრილის საფუძველზე ანაზღაურების დარიცხვის უწყისის მომზადება, პროგრამაში ატვირთვა გადასარიცხად;
** წარმოების პროცესში თანმხლები მასალა-ნედლეულის ჩამოწერის ორდერების ატვირთვა პროგრამაში (ჩამოწერის, ხარჯვის, მიღების...და სხვა აქტები)
** ყოველთვიურად წარმოების, ნედლეულის, მშრალი პროდუქციის და სხვა დაკავშირებული საწყობების ნაშთების კონტროლი, პროგრამულ ნაშთებთან დადარება და სხვაობის ანალიზი.
** ლოჯისტიკის სამსახურის აღმოსავლეთ რეგიონის საწყობის ოპერატორის (სპეციალისტის) მიერ საწყობებზე დადარებულ სოფლის მეურნეობის მოდულის შესრულებული სამუშაოს აქტების მიხედვით სავენახე მასალების ჩამოწერის თუ შემოსავალზე აღების აქტების შემოწმება, და საჭიროების შემთხვევაში ამ პირველადო დოკუმენტაციების შექმნაში მონაწილეობის მიღება (ჩამოწერის, ხარჯვის, მიღების... და სხვა აქტები).
** წარმოებასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის სისრულის და სისწორის კონტროლი, სწორი პირველადი დოკუმენტაციების შექმნა-მოპოვება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბაკალავრი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ERP (navision) პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურობა;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტებზე: vacancy@winerykhareba.com და m.gogashvili@winerykhareba.com; სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ოპერატორი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |