jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: სამედიცინო ლაბორატორია სინევო
გამოქვეყნდა: 27 მარტი / განცხადების ვადა: 29 აპრილი

ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი "სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის თანამდებობაზე თბილისში.

სამუშაო განაკვეთი: ნახევარი
სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი 08:30 - 16:00

"სინევოში" თქვენ დაგხვდებათ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass;
** თიმბილდინგი;
** მზარდი შრომითი ანაზღაურება;
** ჯანსაღი სამუშაო გარემო.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების ვიზიტის გაფორმება და სამედიცინო პროგრამაში დარეგისტრირება;
** პჯრ-ის და ანტიგენის ტესტების გაკეთება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო განათლება;
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულმა პირებმა, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, 2024 წლის 29 აპრილამდე მეილებზე: vacancy@synevo.ge და k.burnadze@synevo.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 577293003

"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

"სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |