jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო კომპლექსი სევსამორა
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 7 მაისი

სასტუმრო კომპლექსი "Sevsamora resort & spa", რომელიც მდებარეობს საგურამოში 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი მოწინავე კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სეგმენტში. კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა გასართობ და სარელაქსაციო ზონებს, ისეთი როგორიცაა: ღია და დახურული აუზები, სპა ცენტრი, რესტორნები, მარანი და სხვა.

სასტუმრო კომპლექსი "Sevsamora resort & spa" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე:

მდებარეობა: დაბა საგურამო
სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა
სამუშაო პირობები: კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და ტრანსპორტირებას.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა, მომსახურება და გაცილება სერვისის უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით;
** სხვა შესაბამისი მოვალეობები.

პროფესიული მოთხოვნები:

** მნიშვნელოვანია მსგავს პოზიციაზე სასტუმროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
** სასტუმროების ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს სპეციფიკაციის ზოგადი ცოდნა;
** პროფესიული განათლება ტურიზმის ან სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;

პერსონალური მოთხოვნები:

** სერვისის სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა;
** მომსახურების და კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** დისციპლინისა და ორგანიზებულობის უნარ-ჩვევები;
** გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@sevsamora.ge
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |