jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 1 მაისი

შპს "დაირექტ დებეტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** თვითმომსახურების ტერმინალების განთავსებასთან დაკავშირებული მეილ ფოსტაზე შემოსული მოთხოვნების კონტროლი;
** განაცხადების მიღება, დამუშავება;
** არსებული ლოკაციების და კონკრეტული გარემოს ანალიზი;
** საბოლოო გადაწყვეტილების განმცხადებლისთვის გაზიარება;
** ტერმინალების განთავსების ნაწილში საჭირო ნებართვების მოპოვებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება, როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, ასევე კერძო მესაკუთრეებთან;
** იჯარის ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო რეკვიზიტების მოძიება და მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება;
** დავალიანების მქონე მერჩანტებთან გასაგზავნი წერილების მომზადება და დავალიანების დაფარვის მიზნით შესაბამისი კომუნიკაცია;
** ახალი მომხმარებლების/ლოკაციების მოძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული უმაღლესი განათლება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Windows, Excel, MS Office და E-Mail) - სავალდებულოა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - სასურველია;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ორგანიზებული და პუნქტუალური.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00, ორშაბათი-პარასკევი
ხელფასი დარიცხული: 1500 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ddgjobs@ddg.ge 2024 წლის 1 მაისამდე (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |