jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: აღმასრულებელი დირექტორი
მომწოდებელი: ნამი 8
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 6 მაისი

"ნამი 8" ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და ორიენტირებულია წყლის მოხმარების ქცევის ცვლილებაზე. წყლის ბარების ამ სერიას შეუძლია მთლიანად აღმოფხვრას თქვენი სასმელი წყლის პრობლემები, უზრუნველყოს, რომ ნებისმიერ დროს შეგეძლოთ, ისარგებლოთ სუფთა და ჰიგიენური მაღალი ხარისხის სასმელი წყლით და უზრუნველყოთ ჯანსაღი სასმელი წყალი თქვენი ოფისებისა და სახლებისთვის.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://nami8.ge/

"ნამი 8" გახლავთ ებრაულ - ქართული ჰოლდინგის "Tsur Group"-ის შვილობილი კომპანია.

ჰოლდინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე: https://tsur-group.com/en

"ნამი 8"-ს გუნდში ვეძებთ ახალ წევრს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.

ანაზღაურება: შეთანხმებით

მოვალეობები:

** კომპანიის სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი;
** სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება და მათი განხორციელების მონიტორინგი;
** ორგანიზაციული რეგულაციების/ინსტრუქციების შექმნა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
** წლიური ბიუჯეტის შედგენის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკება და კომუნიკაცია;
** პერიოდული რეპორტინგი დამფუძნებელთან.

ჩვენი მოთხოვნებია:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

თუ ამ ყველაფერს იზიარებ და გინდა ჩვენი გუნდის წევრი გახდე, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@nami8.ge და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |