jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ამგროვებელი - საღამოს ცვლა
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 6 მაისი

"TNET" (Technology Network) წარმოადგენს ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას საქართველოში რომელიც TBC PLC ჯგუფის წევრია.

თინეთი 10 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.

თინეთში შემავალი ციფრული პროდუქტები 4 ძირითადი მიმართულებით არის წარმოდგენილი:

ცხოვრების სტილი, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება (Super APP, Myauto.ge, Myhome.ge, Mymarket.ge, Myparts.ge, Myshop.ge, Vendoo.ge, Swoop.ge, Tkt.ge, Livo.ge).

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, საღამოს ცვლის ამგროვებლის პოზიციაზე ლოჯისტიკის გუნდში!

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 17:00 - 00:00

შენი როლი თინეთში:

** შემოსული შეკვეთის დროული იდენტიფიცირება;
** შეკვეთის შესაბამისად საწყობში არსებული პროდუქციის აგროვება სწრაფად და ხარისხიანად.

ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ გაქვს მსგავსი გამოცდილება.

თინეთში დაგხვდება:

** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კვება;
** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** სრული მხარდაჭერა თქვენი განვითარების გზაზე;
** კორპორაციული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის.

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge;
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |