jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 6 მაისი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

დაგვიმეგობრდი: https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ: https://madart.ge/

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე!

შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე ამიტომ ნუ გადადებ!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტერიტორიის შიდა და გარე პერიმეტრზე უსაფრთხოების მონიტორინგი;
** მომხმარებლების მხრიდან ინციდენტის შემთხვევაში სიტუაციის განეიტრალება;
** მაღალი მომართვიანობის შემთხვევაში რიგის მართვა და სწორი გადამისამართება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

** ელ.ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული ვაკანსიების, ქოლ-ცენტრის ან/და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის გადარჩევა;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტთან;
** გასაუბრების მეორე ეტაპი დირექტორთან და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან;
** სტაჟირების ეტაპი ფილიალში.

ჩვენ ვითხოვთ:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სასურველია.

სამუშაო ადგილი: თბილისი - გლდანი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; სრული მცოცავი გრაფიკი
საწყისი ანაზღაურება: 1200-1400 ლარი

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** პარკირების შეუფერხებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

რეზიუმეების მიღება განხორციელდება 30 აპრილამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@madart.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |