jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შეკვეთების კოორდინატორი
მომწოდებელი: ჩემი ოფისი
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

"ჩემი ოფისი" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების კოორდინატორის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

"ჩემი ოფისი" გახლავთ პრინტერების, საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია, რომელიც თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ საიტს: https://myo.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში შემოსული შეკვეთების დროული გატარება და ასახვა პროგრამულად;
** შემოსული შეკვეთების დოკუმენტაციის მართვა - კოორდინირება;
** კურიერების ადგილმდებარეობის მუდმივი კონტროლი;
** გასაგზავნი შეკვეთების გადანაწილება კურიერებზე;
** სამუშაო პროცესის მართვა და ობიექტური დაგეგმარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** უპირატესობად ჩაითვლება აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
** ენერგიულობა;
** სხარტი აზროვნება;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
** თანამედროვედ აღჭურვილი სამუშაო გარემო;
** სამსახურებრივი ხარჯების ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ულიმიტო სასაუბრო დრო.

მსურველებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "შეკვეთების კოორდინატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |