შპს "Cloud 9" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი სრული: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ;
** ანაზღაურება: 1000-დან 1200 ლარამდე.
მოვალეობები:
** კომპანიის მენეჯმენტის დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში;
** საოფისე საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობის მიღება;
** ზარების განხორციელება კომპანიის დებიტორებთან თანხების ამოღების მიზნით;
** სხვადასხვა დოკუმენტაციის დაფაილება, მოწესრიგება;
** კომპანიის კლიენტებთან სატელეფონო და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია;
** კორესპონდენციის მიღება/ჩაბარების წარმოება;
** კომპანიის ბაზებში მონაცემების შეყვანა/განახლება და დამუშავება.
** ყოველდღიური სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციაში მონაწილეობის მიღება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel,)
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;
** ინიციატორობა და მოწესრიგებულობა;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო განაკვეთი: სრული.
კვირაში 5 დღე: ორშ-პარ 10:00-18.00
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ ჩვენს გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@cloud9.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "Cloud9"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!