jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დირექტორის მოადგილე
მომწოდებელი: პერფექტო
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

"პერფექტო" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

კომპანიის დირექტორთან ერთად, თქვენ ზედამხედველობას გაუწევთ საცალო ოპერაციების ყველა ასპექტს, მათ შორის საწყობის მენეჯმენტს და სავაჭრო ცენტრებში არსებულ ორ მაღაზიას. ეს როლი მოიცავს, როგორც პრაქტიკულ ჩართულობას, ასევე დისტანციურ მენეჯმენტს, ოპერაციების შეუფერხებლად მუშაობას და გაყიდვების მაქსიმირებას.

ძირითად პასუხისმგებლობაში შედის მიიღოს მონაწილეობა შემდეგ საქმიანობაში:

** გაყიდვების ეფექტურობა: მოახდინეთ გუნდის მოტივაცია, მიაწოდეთ ყოველკვირეული უკუკავშირი თავიანთი გაყიდვების შესახებ, გაყიდვების გეგმების დაწესება და მის შესრულებაზე ზრუნვა
** მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი: ყოველკვირეული პროდუქციის მიწოდების კოორდინაცია საცალო მაღაზიებში და ურთიერთობები ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან.
** გუნდის მენეჯმენტი: პერსონალის მუშაობის შეფასება, ყოველთვიური შეხვედრები მაღაზიის მენეჯერებთან და საჭიროებისამებრ ახალი კადრების მოძიება
** ფინანსური ზედამხედველობა: ყოველთვიური ფინანსური ანალიზი მენეჯმენტთან წარსადგენად, თანამშრომლების ხელფასების დათვლა. ფასდაკლებების და აქციების შემუშავება კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე.
** მარაგების კონტროლი: იმპორტირებული საქონლის დასაწყობება მაღაზიებში საქონლის და აქციების მერჩენდაიზინგი
** მიმწოდებელთან ურთიერთობა: მომწოდებლებთან კონტაქტი, შეკვეთების გაკეთება და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
** მარკეტინგი და პოპულარიზაცია: მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება. საბითუმო პარტნიორებთან აქციების დაგეგმვა და კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების ან სხვა შესაბამის სფეროში.
** გამოცდილება საცალო ვაჭრობის მენეჯმენტში და მარკეტინგში ჩაითვლება უპირატესობად
** კომუნიკაციისა და ორგანიზაციული უნარები.
** ფინანსური ანალიზისა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის ცოდნა.
** დავალებების პრიორიტეტის განსაზღვრა და ეფექტური მუშაობის უნარი სწრაფ ტემპში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@perfecto.ge. სათაურში (subject) მიუთითეთ: "დირექტორის მოადგილე".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |