jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ამარტა პრემიუმი
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

სამკაულის მაღაზიათა ქსელი "ამარტა პრემიუმი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტების პოზიციაზე აქსის თაურსის მაღაზიაში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
** წარმოდგენილი სამკაულების შესახებ მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა;
** ფილიალის ესთეტიკურ იერსახეზე ზრუნვა; პროდუქციის განლაგება, მოწესრიგება, სისუფთავე;
** გაყიდვების პროცესებთან დაკავშირებული პროცედურების მართვა. პროდუქციის პროგრამული გატარება და სალაროსთან მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირება;
** პუნქტუალური, კომუნიკაბელური, მიზანდასახული.
** დროსა და სიტუაციებში სწრაფი ორიენტირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო საათები: 10:00-22:00
სამუშაო დღეები: 2 დღიანი სამუშაო გრაფიკი, მომდევნო 2 დღე დასვენება
ანაზღაურება თვეში: 700 ლარი (თვეში 15 დღიანი სამუშაო გრაფიკით) პლიუს ბონუსი გაყიდვებიდან

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ფოტო სურათთან ერთად მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: info@amarta.store. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |