jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: უნიკომი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

შპს "უნიკომის" საცალო ქსელი წარმოდგენილია 8 სავაჭრო ობიექტით საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Acer, Xiaomi, Philips, Canon, Toshiba, TCL და ა.შ.

"უნიკომის" მთავარ ღირებულებას წარმოადგენს თანამშრომლების, მომხმარებლების, პარტნიორებისა და საზოგადოების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა. ჩვენი მიზანია, საუკეთესო ექსპერტული კონსულტაციით, სანდოობით, ბაზარზე მუდმივი სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვით, მოვიპოვოთ ტექნიკის გაყიდვის სფეროში წამყვანი კომპანიის სახელი.

შპს "უნიკომი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ჭავჭავაძის 3
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
დასვენების დღე: 2
ანაზღაურება: 400 ლარი + ბონუსი (სულ ჯამში 800+)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის;
** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების შესაბამისად კვალიფიციური მომსახურების გაწევა მომხმარებლისათვის;
** პოტენციური მომხმარებლისთვის, შეძენის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში დახმარება;
** მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება;
** გაყიდული პროდუქტის შესახებ, მომხმარებლისთვის საგარანტიო პირობების გაცნობა;
** მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების/მომსახურების სფეროში გამოცდილება მნიშვნელოვანია (მინ. 6 თვე);
** გამართული მეტყველების უნარი ქართულ ენაზე;
** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშობის უნარი.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშაოთ სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

შერჩევის პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@unicom.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |