jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უძრავი ქონების რეალტორი
მომწოდებელი: Dream Home
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

უძრავი ქონების კომპანია "Dream Home" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების რეალტორის პოზიციაზე.

მოკლედ კომპანიის შესახებ: უძრავი ქონების კომპანია "Dream home" ორიენტირებულია განვითარებაზე და თავის მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, სწრაფ და ეფექტურ მომსახურებას ბინების, სახლების, კომერციულ ფართების და მიწის ნაკვეთების ყიდვა - გაყიდვა - გაქირავების მიმართულებით.

სამუშაო პირობები:

** 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი- ორშაბათიდან პარასკევის ჩათ.; 10:30-დან 18:30-მდე - შაბათი -კვირა დასვენება.
** ანაზღაურება: გამომუშავებით, 2000 ლარიდან
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N16

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში ჩაითვლება პრიორიტეტად;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტისთვის სასურველი ობიექტის მოძიება და შეთავაზება;
** უძრავი ქონების მონაცემთა ბაზაში შეტანა-რეგისტრაცია;
** შეხვედრების დაგეგმვა/მოლაპარაკებების წარმოება;
** ხელშეკრულების გაფორმება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დაგეგმვის და დროის მართვის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრული გარემოს/თიმბილდინგს;
** კორპორაციულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო პაკეტს;
** შეხვედრებზე ტრანსპორტით უზრუნველყოფას.
** წამახალისებელ ღონისძიებებს, ტურები როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის გარეთ.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, მათ შორის ტრენინგებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკების ტექნიკები, კონფლიქტების მოგვარება, ურთიერთობის ფსიქოლოგია და სხვა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dreamhome7777@yahoo.com წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება: "რეალტორის" პოზიციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ჩვენი საკონტაქტო ნომერია: 593 640585.

შესარჩევი პირველი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებული იქნება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და შეინახება 1 წლის განმავლობაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |