jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ხელოსნების კოორდინატორი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას - ხელოსნების კოორდინატორის პოზიციაზე მარნეულში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან."გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.

კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** FitPass ბარათს;
** უფასო კვებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი ხელოსნების მოძიება;
** ხელოსნების შეთავაზებების მიღება;
** რეალიზაციების კონტროლი;
** ხელოსნების ბაზრის შესწავლა/მონიტორინგი;
** ყოველკვირეული ანალიზი/რეპორტების მომზადება;
** პრობლემების იდენტიფიცირება და პრევენციის მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ოპერატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |