jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონსულტანტის დამხმარე
მომწოდებელი: უნიკომი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

შპს "უნიკომის" მსხვილი და წვრილი ტექნიკის მაღაზიათა ქსელი, რომელიც წარმოდგენილია 8 სავაჭრო ობიექტით საქართველოს მასშტაბით, აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის დამხმარის პოზიციაზე.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Acer, Xiaomi, Philips, Canon, Toshiba, TCL და ა.შ."უნიკომის" მთავარ კორპორაციულ ღირებულებას წარმოადგენს თანამშრომლების საჭიროებებზე მუდმივი ზრუნვა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთთანამშრომლობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ბათუმი (ჭავჭავაძის 3)
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
** დასვენების დღე: 2 დასვენების დღე
** ანაზღაურება: 600 ლ (ხელზე) + 100ლ ბონუსი გეგმის 90%-ით შესრულებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალში შემოსული პროდუქციის შესაბამისი წესით, პროდუქციის მომზადება და გამოტანა სავაჭრო დარბაზში;
** ფილიალში შემოსული პროდუქციის დალაგება შესაბამის სექციაში უშუალო ხელმძღვანელის მითითებით;
** ფილიალში არსებული გაბარიტული პროდუქციის შეფუთვა, განფუთვა, გადაადგილება, საჭიროებისამებრ მოხმარების სატრანსპორტო საშუალებამდე მიტანა;
** ფილიალში არსებული კონსულტანტების დახმარება პროდუქციის გადატანა/გადაადგილება, შეფუთვა/განფუთვაში;
** ფილიალში არსებული პროდუქციის მოწესრიგება და დახარისხება კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** საჭიროების შემთხვევაში საქონლის შტრიხ-კოდების დატანაში მონაწილეობის მიღება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** ქართულად გამართულად მეტყველების უნარი;
** ტვირთის ფიზიკურად გადატანის შესაძლებლობა;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი.

შერჩევის პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება.

თუ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და თანასწორი უფლებების გამოყენებას კომპანიაში, გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე hr@unicom.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანოონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"Unicom" გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |