jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: კონცეპტ ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

შპს "კონცეპტ ქონსტრაქშენ" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (ასევე განისაზღვრება შესასრულებელი პროექტის შესაბამისად)
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტის (ტექნიკური დავალება, ნახაზები, კვლევები და სხვა საპროექტო დოკუმენტაცია) და სამშენებლო კალენდარული გრაფიკის გაცნობა;
** სამშენებლო/სარემონტო ობიექტის დეტალური შესწავლა;
** სამშენებლო/სარემონტო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების ცოდნა/დაცვა;
** პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დაგეგმვა, მუშახელის რაოდენობის განსაზღვრა;
** სამუშაოთა წარმოების ჟურნალის წარმოება და ფარული სამუშაოების აქტების ფორმირება;
** მუშა-მოსამსახურე ბრიგადების სამუშაოს შესრულების კონტროლი;
** სამშენებლო/სარემონტო მასალების ხარისხის კონტროლი;
** შრომითი რესურსისა და ელექტრო-მექანიკური და სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით სამშენებლო პროცესის წარმოება;
** საჭიროების მიხედვით შესაბამისი კვალიფიკაციის კადრის მოძიება;
** სამუშაოთა შესრულებისათვის საჭირო ამა თუ იმ სპეცტექნიკის მოძიება და მობილიზება;
** ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის დეტალიზებული კონტროლი;
** დააფიქსიროს ნებისმიერი გადაცდომა და მიუთითოს მომთხოვნ პირს აღნიშნულის თაობაზე;
** რეპორტების წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამშენებლო-საინჟინრო განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
** სამშენებლო პროცესებში ხარვეზების აღმოჩენისა და სწრაფი რეაგირების უნარი;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა

პიროვნული უნარები:

** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ მოკლე ავტობიოგრაფია (CV) ელფოსტაზე info@cconstruction.ge

საკონტაქტო ტელ: 599 41 47 59

შპს "კონცეპტ ქონსტრაქშენ" გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |