jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კორპორატიული მომსახურების ოფიცერი
მომწოდებელი: თეგეტა რითეილი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის "თეგეტა რითეილის" გუნდში კორპორატიული მომსახურების ოფიცრის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** სატვირთო ავტომობილების მიმართულებით კორპორაციული კლიენტების მიღება, საჭიროებების დადგენა და შესაბამისი სერვისის შეთავაზება;
** კლიენტის ინფორმირება ჩასატარებელი სამუშაოების ვადებისა და ღირებულებების შესახებ;
** სერვისის სამუშაოების მაღალი ხარისხით ჩატარების ხელშეწყობა და კონტროლი;
** სერვისის-ოპერაციების კონტროლი და ჩატარებული სამუშაოების შესახებ კლიენტის ინფორმირება;
** ინფორმაციის ასახვა შესაბამის პროგრამებში (SAP, DMS) და თანმდევი აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** გარკვეულ ცოდნას ფლობ სატვირთო ავტომობილების მიმართულებით;
** ფლობ უცხო ენებს.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

ვაკანსიის სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=946

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |