jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კლიენტთა მომსახურების/კომუნიკაციის მენეჯერი
მომწოდებელი: სმოტორსი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

"სმოტორსი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების/ კომუნიკაციის მენეჯერის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი, მ. გახოკიძის 4. (ვარკეთილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "Smotors"-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ-საპოხ მასალებთან ერთად.

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/

"Smotors" - ხარისხი დეტალებშია!

სამუშაოს მოკლე აღწერა:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსულ ზარებზე დროული და სრულყოფილი კომუნიკაცია;
** კომპანიის კატალოგში არსებული გასაყიდი პროდუქციით დაინტერესებული მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
** მომხმარებლის შეკითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა;
** შემოსული ზარის მიხედვით საჭიროების იდენტიფიცირება, შესაბამისი სამსახურის გაწევა მომხმარებლისთვის;
** კლიენტთან მოლაპარაკების წარმოება ხელშეკრულების გაფორმება.
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია მაგრამ არა სავალდებულო ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელმისამართზე: CV@Smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "Smotors"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |